19 მაისი 20:00 სთ. (პრემიერა)
ჰაჯი-მურატი
ლევ ტოლსტოი (დიდი სცენა)
რეჟისორი: გიზო ჟორდანია
ავტორი: ლევ ტოლსტოი
მხატვარი: აივენგო ჭელიძე
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი: ნათელა შალიკაშვილი, თამუნა ფრუიძე
როლებში: გივი ჩუგუაშვილი, პაატა ინაური, რატი გოგუაძე, გიორგი შავგულიძე, გაგა შიშინაშვილი, ზაზა იაქაშვილი და სხვ.
მარჯანიშვილის თეატრი  რეჟისორი: გიორგი მეგრელიშვილი როლებში: ლაშა მურჯიკნელი,დიმიტრი ალავიძე, იუნა შაფათავაგიორგი მასხარაშვილი ჟანრი: კრიმინალური დრამა ხანგრძლივობა: 90 წთ იბრძოლე  ნაწილები რეჟისორი: ნიკა ჯავახიშვილი როებში: ნანკა კალატოზიშილი,ნიკა თავაძე დავით ქაცარავა,მარინა ჯანაშია ჟანრი: დრამა ხანგრძლივობა: 90 წთ ნაწილები  სისხლით და ოფლით რეჟისორი: მაიკლ ბეი მთავარ როლებში: მარკ უოლბერგი, დუეინ ჯონსონი ხანგრძლივობა: 129
ფილმის მთავარი გმირები გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის გატაცებაში ფულის გამოძალვის მიზნით, თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება. სისხლით და ოფლით  ტრანსი Trance 2013
რეჟისორი: დენი ბოილი
როლებში: ჯეიმს მაკევოი,ვინსენტ კასელი,როზარიო დოუსონი
ჟანრი: კრიმინალური დრამა ტრილერი
ხანგრძლივობა: 101 წთ ტრანსი  ქრუდსების ოჯახი The Croods 3D
რეჟისორი: კირკ დე მიკკო, კრის სანდერსი
როლებში: ნიკოლას კეიჯი,რაიან რეინოლდსი,ემა სტოუნი
ჟანრი: ანიმაცია სათავგადასავლო კომედია
ხანგრძლივობა: 90 წთ The Croods 
|
|
სტარ ტრეკი: სიბნელეში
Star Trek Into Darkness
რეჟისორი: ჯეი ჯეი აბრამსი
სცენარისტი: რობერტო ორსი, დეიმონ ლინდელოფი, ალექს კურტსმანი.
პროდიუსერი: ბრაიან ბერკი, ჯეი ჯეი აბრამსი, ალექს კურტსმანი.
როლებში: ზოი სალდანა, ელის ივი, კრის პაინ, ზაკარი კუინტო და სხვ. სტარ ტრეკი: სიბნელეში  21, 22 მაისი 19:00 სთ (მცირე დარბაზი)
„ქალი და მამაკაცი“ (პრემიერა)
ჟან კოქტოს მოტივებზე. ერთ მოქმედებად
დამდგმელი რეჟისორი – ნანა კვასხვაძე
სცენოგრაფია, კოსტიუმები – მარიამ–სოფო ქორიძე
მუსიკალური გაფორმება – ანა მურღულია
ქორეოგრაფი–ნინო გოგუა
რეჟისორის ასისტენტი– ნათია გეთია
ტექნიკური რეჟისორი – თამარ სესიაშვილი
მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ: გურამ ლალიაშვილი, ილია ჭეიშვილი,
თამრი ბზიავა,გაგი შენგელია, ნუცა მჭედლიშვილი,ნინი კვასხვაძე
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1სთ. ბილეთის ღირებულება 10 ლარი თუმანიშვილის თეატრი 
დიდი გეთსბი The Great Gatsby
რეჟისორი: ბაზ ლურმანი როლებში: ლეონარდო დიკაპრიო,ტობი მაგუაერი ჟანრი: რომანტიკული დრამა ხანგრძლივობა: 143 წთ
დიდი გეთსბი  რკინის კაცი Iron Man 3
Железный человек
რეჟისორი: შეინ ბლექი
როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი.გვინეტ პელტროუ.რებეკა ჰოლი
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი
ხანგრძლივობა: 130 წთ რკინის კაცი  მუსიკალური ფესტივალი: Tbilisi Open Air 2013
თარიღი: 5 ივნისი, 2013
ადგილმდებარეობა: Dinamo Arena, წერეთლის გამზირი N2
დაგვიკავშირდით:218 26 27; 218 27 26
მონაწილეობენ:
Deep Purple
Infected Mushroom
Tricky
The Subways
Modeselektor
The Black Strobe
Kid Jesus Tbilisi Open Air 
|
|
| ყველა წიგნი |
ფავორიტები |
 |
ახალი წიგნები |
განმარტება |
|
შუშების ომი ავტორი: ვანო ჩხიკვაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 9.9 ლარი |
 |
ვანო ჩხიკვაძე ორმოცამდე პოეტური და პროზაული წიგნის, საბავშვო ნაწარმოებათა კრებულების, მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილის, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შთაბეჭდილებების, თარგმანების ავტორია.
1997-99 წლებში მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემიები.
2002 წელს საერთაშორისო ასოციაცია ,,კვალის'' კონკურსში გამარჯვებული მისი პიესა ,,ორი მდინარის შესართავთან...'' დაიდგა გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრში და ნაჩვენები იქნა ამერიკაში ,,ქართული კულტურის დღეზე''.
მწერლის ნოველამ ,,კოხტა თამრო'' დაიმსახურა ლიტერატურული კონკურსის, ,,პენ–მარათონი 2003''–ის პირველი პრემია. ამავე წელს მისმა ნოველამ ,,იყო'' მოიპოვა მესამე პრემია ჟურნალ ,,ომეგას'' ლიტერატურულ კონკურსში ,,ლუარსაბ თათქარიძე''.
2006 წელს ვანო ჩხიკვაძის ,,ზამთრის წიგნს'' მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ლიტერატურული პრემია ,,საბა'', ხოლო ნოველამ ,,ახადელების რძალი'', გაიმარჯვა პორტალის, ,,literatura.ge''-ის მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში – ,,წერო''.
2010 წელს მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის პრემია და გადაეცა ქალაქ თბილისის მერიის სიგელი და მედალი.
1997 წელს დაჯილდოვდა ,,ღირსების ორდენით''.
არის გორის საპატიო მოქალაქე. |
|
ასე ავტორი: გელა ჩქვანავა გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
 |
გელა ჩქვანავა არაერთი რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთია აღნიშნული, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის მწერლის სახელი დღემდე ნაკლებად ცნობილია.
რომანი ”ასე” ადამიანისხელა ვირთხების - ვადორინელების ქვეყანაში მოხვედრილი ორი გლეხის ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში აღწერილი ქვეყანა და ისტორია თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მკითხველს მონათხრობის რეალურობის განცდა რომანის ბოლომდე არ ტოვებს. |
|
მდუმარე სახლი ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 10.9 ლარი |
 |
„მდუმარე სახლი“ ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980–1983 წლებშია დაწერილი და ორჰან ფამუქის შემდგომი რომანების მსგავსად, დიდად პოპულარულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც; არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელიცაა. რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება იმაშია, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა
და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი. |
|
დანგრეული კედლის ჩრდილში ავტორი: ზურაბ აბაშიძე გამოშვების თარიღი: 2013 ფასი: 9.9 ლარი |
 |
ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები დაფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორციტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამისლიტერატურასა და ვებგვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერამას "მარილი" და "წიწაკა" მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რაგამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია.
2009 წელს გამოვეცი წიგნი "ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?",რომელშიც განხილული იყო "ცივი ომის" ეპოქა. ამჟამად კი საუბარიგვექნება 1990-იან წლებზე. ეს ისტორიის უნიკალური მონაკვეთია. 45-წლიანი "ცივი ომის" შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ახალიმსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. "ცივი ომის" სიმბოლო – ბერლინისკედელი – დაინგრა. კაცობრიობამ თავი დააღწია დიდ დაპირისპირებას,მაგრამ წარსულის ინერცია და ფსიქოლოგია წლების მანძილზე ახდენდა(და დღემდე ახდენს) გავლენას ახალი, არაკონფრონტაციული მსოფლიოსმშენებლობაზე. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმაგიუნტერ გრასმა, სწორედ 1990-იან წლებში თქვა: "ბერლინის კედელიდაინგრა, მაგრამ მისი ჩრდილი კვლავ ეფინება მსოფლიოს".
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 1990იანი წლები იმითარის განსაკუთრებული, რომ სწორედ მაშინ აღიდგინა ჩვენმა ქვეყანამდამოუკიდებლობა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობაც იმ წლებში დაიწყო,მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში.
ამ გარემოებების გარდა, 1990-იანი წლები სხვა ფაქტორებითა დამოვლენებითაც იყო უნიკალური უახლეს ისტორიაში. ვცდილობთ, ზოგირამ მათ შესახებაც მოვუთხროთ მკითხველს.
ამ წიგნის ადრესატი უმთავრესად ის თაობაა, რომელიც 1990-იან წლებში,ან უკვე XXI საუკუნეში მოევლინა სამყაროს.
წიგნში ნაკლებად ვეხებით იმ პერიოდის საქართველოს,რადგან ამ თემისირგვლივ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ქართულ, ასევეუცხოურ ენებზე. ჩვენი ყურადღების საგანია მსოფლიოში და ჩვენირგვლივ მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებიც ქართულ წყაროებშინაკლებად არის გაშუქებული. |
|
ლანსაროტე ავტორი: მიშელ უელბეკი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6.9 ლარი |
 |
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და პოპულარული მწერალია; ავტორი, რომლის შემოქმედების ირგვლივაც არ წყდება კამათი. ურთიერთსაპირისპირო და ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული შეფასებების პარალელურად მწერლის ნაწარმოებები ელვისებური სისწრაფით ითარგმნება მსოფლიოს მრავალ ენაზე.
ლანსაროტე კუნძულია ესპანეთის მახლობლად – პატარა, ვულკანური წარმოშობის უღიმღამო, უფერული კუნძული, სადაც მიუხედავად ლანდშაფტის ერთფეროვნებისა, მაინც შესაძლებელია, შვებულების გატარება ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდეს.
ავტორი არც ამჯერად ღალატობს მისთვის დამახასიათებელ დაუდევარი თხრობის სტილს. როგორც „პლატფორმაში“, „ლანსაროტეს“ მთავარი თემაც სექსუალური ტურიზმის განვითარების უკიდეგანო პერსპექტივაა. |
|
გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია ავტორი: სტიგ ლარსონი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 12.9 ლარი |
 |
კვანძი იხსნება – ლიზბეთ სალანდერს შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, "სეპოში", არსებული საიდუმლო ანალიზის "სექცია" ღიად უპირისპირდება; უსაფრთხოების სამსახური ორ ბანაკად იყოფა: სალანდერის მტრებად და მეგობრებად. პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი კი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას "კრაზანების ბუდესთან" საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი.
"გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია" მესამე და ბოლო ნაწილია ე. წ. "მილენიუმის ტრილოგიისა" – შვედური დეტექტივისა, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან დღემდე ტრილოგიის 70 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. |
|
პირადი კულინარია ავტორი: დიანა ანფიმიადი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6.9 ლარი |
 |
"კულინარიული პროზა თუ ლიტერატურული კულინარია?" – როცა ამ წიგნის სახელდებაზე ვფიქრობდი, ათასგვარი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინი გამახსენდა. გამახსენდა და ათასივე უარვყავი. ეს უფრო მოგონებების წიგნია: გემოებით, სუნებით, ფერებითა და შეგრძნებებით დამახსოვრებული მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების კულინარიაში გავაერთიანე და მომინდა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
ეს არის წიგნი ცხოვრების რეცეპტების, ლექსებისა და სიყვარულის შესახებ.
და თუმცა არც ძალიან კარგი მწერალი ვარ და არც ძალიან კარგი კულინარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ შენ ხარ ჩემი მკითხველი – ის, ვინც სრულყოფილებას კი არა, ბედნიერებას ეძებს.
© დიანა ანფიმიადი |
|
კოლექციონერი ავტორი: ჯონ ფაულზი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
 |
ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.
„კოლექციონერი“ - ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია - ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა. |
|
ოდეტ ტულმონდი ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
 |
ცნობილი ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის ამ კრებულში რვა ნოველაა თავმოყრილი.
რვა ნოველა რვა ქალის შესახებ...
სიყვარულის რვა დაუჯერებელი ამბავი მოულოდნელი
დასასრულით...
ოდეტ ტულმონდი ერთ-ერთი ნოველის პერსონაჟი ქალია, ქვრივი დეკორატორი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მთელ ქვეყანაში პოპულარული მწერალი ბალთაზარ ბალზანი. ერთ მშვენიერ დღეს ოდეტი გადაწყვეტს, საყვარელ მწერალს წერილი მისწეროს...
და მოხდება ის, რაზეც მეოცნებე ოდეტიც კი ვერასოდეს იოცნებებდა – ერთი უწყინარი, გულწრფელი წერილი მთელ მის უღიმღამო, ერთფეროვან ცხოვრებას
თავდაყირა დააყენებს. |
|
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას და გაძევებულნი ავტორი: ჯეიმზ ჯოისი გამოშვების თარიღი: ფასი: 12 ლარი |
 |
ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. „ეს დიდი ლიტერატურაა“ – ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე, ხოლო ამერიკელმა პოეტმა, მოდერნიზმის მეტრად მიჩნეულმა ეზრა პაუნდმა, ფრანგ მთარგმნელს – ლუდმილა ბლოშ სავიცკაიას, რომელიც რომელიღაც ინგლისური რომანის თარგმნას აპირებდა, ის წიგნი ხელიდან გამოსტაცა, ხელში „პორტრეტი“ შეაჩეჩა და უთხრა: „თქვენ უნდა თარგმნოთ ჯოისის წიგნი და თანაც ახლავე. ამის ბადალი არაფერია დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურაში და ცოტა რამ მეგულება წარსულში“.
ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან. ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსების და თავისუფლების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი
ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.
ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო გია ბერაძემ. |
|
ედრიან მოულის საიდუმლო დღიური ავტორი: სიუ ტაუნსენდი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 GEL |
 |
სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა - ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს ”ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.
სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი. |
|
კირჩხიბის ტროპიკი ავტორი: ჰენრი მილერი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
 |
„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა - მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის - დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა. |
|
იერუსალიმი ავტორი: საიმონ სებაგ მონტეფიორე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 24.9 ლარი |
 |
იერუსალიმის ბიოგრაფია ნაწილობრივ მსოფლიოს ბიოგრაფიაა. იერუსალიმი იმდენად ნატიფი და სათნოა, რომ ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში ქალად აღწერენ – ხან მგრძნობიარე, ლამაზ ქალად, ხან სამარცხვინო მეძავად, ზოგჯერ გულმოკლულ პრინცესადაც, რომელიც მრავალმა სატრფომ მიატოვა. იერუსალიმი ღვთის სახლია, ორი ერის დედაქალაქი, სამი რელიგიის ტაძარი და ერთადერთი ქალაქი, რომელიც ერთდროულად ზეცაშიც არსებობს და მიწაზეც: მას ვერც ამქვეყნიური დიდებით შეედრება სხვა რომელიმე ქალაქი და ვერც – ზეციურით.
© საიმონ სებაგ მონტეფიორე
როგორ გახდა მიყრუებული პროვინციის პატარა ქალაქი `მსოფლიოს ცენტრი', `წმინდა ქალაქი' და ადგილი, რომელშიც იმალება ამჟამინდელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო? – ყველაფერ ამას მოგვითხრობს საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში – `იერუსალიმი~. ესაა ქალაქის ბიოგრაფია დასაბამიდან დღემდე; ბიბლიური ეპოქიდან, ბაბილონის, სპარსეთისა და რომის იმპერიებიდან მოყოლებული, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე; ავტორი დაწვრილებით აღწერს არქეოლოგიურ აღმოჩენებს; გვაცნობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ წყაროებს, იშველიებს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ნაშრომს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ იერუსალიმის ბიოგრაფები; ავტორისავე სიტყვებით, მისი მიზანია, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე აღწეროს იერუსალიმის ისტორია ყველანაირი გემოვნებისა თუ მრწამსის მქონე მკითხველისთვის. |
|
კონცერტი ანგელოზის ხსოვნას ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 9.9 ლარი |
 |
ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი დაიბადა ლიონის გარეუბანში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული და კომპოზიტორის კარიერაზეც კი ფიქრობდა. ლიტერატურისაკენ ლტოლვამ კი ყველა მისი სხვა გატაცება დასჯაბნა. პირველი წიგნი თერთმეტი წლის ასაკში დაწერა, პირველი პიესა “გრეგუარი...” თექვსმეტისამ. 1993 წელს დაწერილი მისი მორიგი პიესა “სტუმარი”, რომელიც ზიგმუნდ ფროიდისა და ღმერთს შორის გამართულ დიალოგს ეყრდნობა, კრიტიკის მოწონებას დაიმსახურებს. ხსენებული პიესა დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზეც. “სტუმარი” ორჯერ დაჯილდოვდა “მოლიერით” (თეატრალური პრიზი საფრანგეთში).
მწერალს განსაკუთრებით ხელეწიფება ნოველები. 2011 წელს მას გადაეცა ძმები გონკურების სახელობის პრესტიჟული პრიზი ნოველების კრებულისათვის სახელწოდებით “კონცერტი ანგელოზის ხსოვნას”. ეს კრებული ოთხ ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარ პერსონაჟებს ერთი რამ აქვთ საერთო - მათ წარსულში მოხდა რაღაც დაუვიწყარი, რის გამოც ახლა სინდისი ქენჯნით, მოგონებებს ებრძვიან და სულიერი ტანჯვისას განიცდიან კათარზისს. |
|
ქუთაისელის ჩანაწერები ავტორი: ვახტანგ მშვილდაძე გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
 |
ვახტანგ მშვილდაძე ”ქუთაისელის ჩანაწერებში” იშვიათი იუმორითა და დიდი სითბოთი იხსენებს მშობლიურ ქალაქსა და მის მკვიდრებს. |
|
ხელოვნების ამბავი ავტორი: ე.ჰ. გომბრიხი გამოშვების თარიღი: ფასი: 49.90 ლარი |
 |
‘მსოფლიო ბესტსელერი წიგნი ხელოვნებაზე’
ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 50 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის − უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.
ხელოვნების ამბის უჭკნობი პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია. ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანია “სიცხადე და წესრიგი შეიტანოს უამრავ სახელში, პერიოდსა და სტილში, რომლებითაც სავსეა უფრო ამბიციური ნაშრომები”, და იყენებს სახვითი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკუთარ ცოდნას, რათა დაგვანახოს ხელოვნების ისტორია, როგორც “ტრადიციების უწყვეტი შერწყმა და მონაცვლეობა, რომლის გამოც ყოველი ნაწარმოები წარსულსაც ხარკს უხდის და მომავლისკენაც ილტვის”, როგორც “ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღევანდელობას პირამიდების ხანასთან აკავშირებს”. ამ კლასიკური ნაშრომის განახლებული, მე-16 გამოცემა აპირებს გააგრძელოს “ტრიუმფული სვლა” მომავალი თაობებისათვის. იგი ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება ყველასთვის, ვინც ხელოვნების სამყაროსთან შეხებას გადაწყვეტს. |
|
პირველი ცოდვა ავტორი: ომერ სეიფედინი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 12.9 ლარი |
 |
ომერ სეიფედინი თურქი მწერალია. მას თურქულმა სალიტერატურო კრიტიკამ "ლამაზი თურქულის ამირბარი" შეარქვა. სეიფედინი თორმეტი წლის განმავლობაში ქმნიდა მხატვრულსა თუ პუბლიცისტურ ლიტერატურას და მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულლიტერატურულ პროცესებს აღწერდა. მის ნოველებსა და მოთხრობებში ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბებია გადმოცემული, რაც ყველა ადამიანს შეიძლება გადახდეს თავს. არც ერთ მათგანში არ ჩანს შეგონება და დარიგება, თუმცა, მკითხველი
ბოლომდე აცნობიერებს თითოეული მოთხრობის გმირის სევდისა და წუხილის მიზეზს და იმასაც ხვდება, რომ ასეთი სევდა უცხო არც მისთვის არის. ომერ სეიფედინის
შემოქმედების გაცნობისას აუცილებლად გაგიჩნდებათ განცდა, რომ ავტორს ჩაფიქრებული აქვს "გაიძულოთ", ძირისძირობამდე ჩასწვდეთ ადამიანის შინაგან,
წინააღმდეგობით სავსე სამყაროს და სხვა კუთხით დაინახოთ და შეაფასოთ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ჩვეულებრივი ამბები. |
|
ვიქტორია ავტორი: კნუტ ჰამსუნი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 7.9 ლარი |
 |
დიდი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის რომანი "ვიქტორია" პირველად 1898 წელს გამოიცა და უკვე სახელგანთქმული ავტორის ხანგრძილივი შემოქმედების პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელ ნაწარმოებად იქცა.
რომანის მთავარ პერსონაჟებს, ვიქტორიას - მემამულის ქალიშვილსა და იუჰანესს - მეწისქვილის ვაჟს, ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ. მათ შორის სოციალური სხვაობა დაუძლეველ დაბრკოლებადაა ქცეული, თუმცა ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი მათივე ხასიათი ხდება, რომელსაც მწერალი პოეტურად, ოღონდ ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე გვიხატავს.
"...და სიყვარული სამყაროს საწყისად და მბრძანებლად იქცა, თუმცა კი მისი გზები ყვავილებითა და სისხლით, სისხლითა და ყვავილებითაა აღსავსე". |
|
ფიროსმანი (ალბომი) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 19.9 ლარი |
 |
"ეგვიპტის უსახელო ფრესკა, რომელიღაც აფრიკული კერპი, ან კრეტას ლარნაკი: ამ რიგში უნდა ვხედავდეთ ფიროსმანის ქმნილებას. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისი ჭეშმარიტი შეგრძნება.
... ხედავ ფიროსმანს - და გჯერა საქართველო".
© გრიგოლ რობაქიძე
2012 წელს ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში მოეწყო ფიროსმანის ნამუშევრების ფართო ექსპოზოცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან. სწორედ ამ ექსპოზიციაში შესული სურათების დათვალიერების საშუალებას იძლება ეს ახალი ალბომი" |
|
აქ და ახლა - წერილები (2008-2011) ავტორი: პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
 |
მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. |
|
|
 |
1937 წელს დაიბადა სოფიკო ჭიაურელი (1937 - 2008) - ქართველი მსახიობი. |
|
 |
ვარჯიშის შედეგად მიღებული ელექტრო ენერგია შეინარჩუნეთ საკუთარი ფორმა და დაეხმარეთ პლანეტას. გარემოს დაცვის მიზნით შემუშავებულია ფიტნეს–პროგრამა .
|
|
|
|
|
თქვენ შეგიძლიათ წარმოდგენილი ბლოკები თქვენი სურვილისამებრ განალაგოთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უფრო აქტუალურია „საჭირო ნომრები“, მაშინ ამ ბლოკის მაღლა მდებარე რუხი ფერის ისრის „დაკლიკვით“ (ისართან მიახლოებისას გამოჩნდება წარწერა ´´პოზიციის შეცვლა´´) შეგეძლებათ მისი ზევით ატანა ან ნაკლებად „მნიშვნელოვანის“ ქვემოთ მდებარე ისრის მეშვეობით მისი ერთი პოზიციით დაბლა გადაადგილება და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ ამ ბლოკებს თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით განალაგებს. (არსებული ცვლილება ინახება იმ კომპიუტერში, რომლითაც ბლოკების გადაადგილება განხორციელდა). ბლოკების სტანდარტული განლაგების აღსადგენად "დაკლიკეთ" - "პირვანდელი მდგომარეობა".
|