იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook–ზე
"მზე შინა" წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ საახალწლო პროგრამას: "თამაში და
დაჯერება," რომლეშიც შედის თეატრალიზებული ეთნო წარმოდგენა, ფურშეტი და
კარნავალი.
"მზე შინა" გთავაზობთ თოვლის პაპას და ჩიჩილაკი-გოგონას გამოძახებით, პროგრამით და პროგრამის გარეშე(მხოლოდ მილოცვა და საჩუქრების დარიგება). პროგრამაში შედის: საახალწლო დალოცვის ქართული რიტუალი, ექსკლუზიური საჩუქრები, სიმღერა, ცეკვა, თამაშები.საბავშვო ბაღის საზეიმო პროგრამაში ჩართვა და ა. შ.
საბავშვო სასწავლო-გასართობი ცენტრი “მზე შინა” დაარსდა 2006 წელს
„მზე შინაში“ ფუნქციონირებს:
ბავშვთა დაბადების დღეების აღნიშვნა ქართული ხალხური ადათ-წესებითა და თამაშობებით.
საბავშვო ბაღი.
საკვირაო სკოლა.
შემეცნებით-გასართობი პროგრამები: ხალხ. დღესასწაულები, სანახაობები, თამაშობები
ქართული ხალხური დეკორაციისა და სუვენირის აღდგენა-სწავლება, რეალიზაცია.
როგორია ნამდვილი ქართული დაბადების დღე?
“მზე შინაში” თქვენ თვალწინ გაცოცხლდება უძველესი ქართული ხალხური საბავშვო რიტუალები, წეს-ჩვეულებანი, რომელებიც დაკავშირებულია ბავშვის დაბადებასთან; მხიარული თამაშობები, გართობის მივიწყებული ტრადიციები. აქვე დაათვალიერებთ და აღმოაჩენთ მრავალ საინტერესო ხელნაკეთ სათამაშოს, ეთნოგრაფიულ ნივთს.
“მზე შინაში” თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი კოსტუმირებული სანახაობა, სახალისო ვიქტორინა, საჩუქრები, სიურპრიზები, ზღაპრის გმირები, თოჯინების თეატრი, უგემრიელესი კერძები და ტკბილეული...
ეს იქნება თქვენი გამორჩეული და დაუვიწყარი დაბადების დღე!
ძვირფასო მშობლებო, გპირდებით, არც თქვენ დარჩებით გულგრილნი!
პროგრამის ხანგრძლივობაა 2 სთ.
მენიუს ფასი _ 8 ლარიდან
საბავშვო ბაღი „მზე შინა“
პატარებს სთავაზობს ქართული ხალხური ესთეტიკით შექმნილ განსაკუთრებულ გარემოსა და სწავლების საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სკოლამდელი აღზრდის სასწავლო-გასართობ და სააღმზრდელო პროგრამას
მეცადინეობები წარიმართება სახალისო ფორმებით.
გათვალისწინებულია:
3-ჯერადი სრულფასოვანი კვება;
გასეირნება და თამაში სუფთა ჰაერზე;
გასვლითი მეცადინეობები, პრეზენტაციები, ზეიმები;
პედეატრის კონსულტაცია და საუბრები პირად ჰიგიენაზე.
საბავშვო ბაღი “მზე შინა” მუშაობს ყოველ დღე 9.30-დან 18სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლა ფასიანია, საფასურის გადახდისას მოქმედებს გარკვეული შეღავათები.
ჩვენი მთავარი მიღწევა_პატარებს ძალიან უხარიათ “მზე შინაში” მოსვლა! საბავშვო სასწავლო-გასართობი ცენტრი “მზე შინა” დაარსდა 2006 წელს

ჩვენი მთავარი მიღწევა_პატარებს ძალიან უხარიათ “მზე შინაში” მოსვლა!