მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული CODNA.GE რომელსაც რამდენიმე სიახლე დაემატა. პირველ რიგში საიტზე წარმოდგენილი რუბრიკები ბლოკების სახით განლაგდა და მასში არსებულმა ინფორმაციამ უფრო გაშლილი სახე მიიღო. ამავე დროს შესაძლებელი გახდა ბლოკების ადგილმდებარეობის შეცვლა, რაც საშუალებას მოგცემთ ისინი თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით განალაგოთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უფრო აქტუალურია „საჭირო ნომრები“, მაშინ ამ ბლოკის მაღლა მდებარე რუხი ფერის ისრის „დაკლიკვით“ (ისართან მიახლოებისას გამოჩნდება წარწერა ´´პოზიციის შეცვლა´´) შეგეძლებათ მისი ზევით ატანა ან ნაკლებად „მნიშვნელოვანის“ ქვემოთ მდებარე ისრის მეშვეობით მისი ერთი პოზიციით დაბლა გადაადგილება და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ ამ ბლოკებს თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით განალაგებს. (არსებული ცვლილება ინახება იმ კომპიუტერში, რომლითაც ბლოკების გადაადგილება განხორციელდა). ბლოკების სტანდარტული განლაგების აღსადგენად "დაკლიკეთ" - "პირვანდელი მდგომარეობა".
საიტს ახალი ბლოკი „ვებ-კატალოგი“ დაემატა, რომელშიც ქართული და უცხოური საიტები საკმაოდ დიდ რაოდენობით არის წარმოდგენილი, ხოლო არსებული ინფორმაციის ფილტრაციის ფუნქცია სასურველი საიტის მოძიების პროცესს მაქსიმალურად გაამარტივებს.
საიტის მთავარ გვერდს „მოძრავი“ აფიშა დაემატა, რომელიც კულტურულ ღონისძიებებზე თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ადვილად გაპოვნინებთ.
ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად მთავარ გვერდზე ზოგიერთ ბლოკს დაერთო პუნქტი „განმარტება“.
საიტზე განხორციელებული ცვლილებები „VISUAL STUDIO“-სთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. მე კიდევ ერთხელ მსურს ავღნიშნო მათი პროფესიონალიზმი და გაწეული დახმარებისათვის დიდი მადლობა გადავუხადო.
ახლა რამოდენიმე სიტყვით საიტის ისტორიის შესახებ: ვებ–გვერდი CODNA.GE 2007 წელს შეიქმნა, მაშინ იგი მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და მასზე ერთი პროექტი „თამაში ვიქტორინა“ იყო განთავსებული, რომელიც სტუდია “WEBGEORGIA”-ს მიერ შექმილი შემეცნებითი ფლეშ თამაშებს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ ეროვნულ ინტერნეტ სივრცეში თითქმის არ არსებობდა ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტები, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო სისტემაში 2009 წლიდან უკვე ყურადღება ექცევა ბავშვებისთვის შემეცნებითი თემატიკის თამაშების შექმნას, რაც ჩემი აზრით მომავალი თაობის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დავამატებ რომ პირველად სწორედ CODNA.GE –ზე განთავსდა ასეთი სახის თამაშები და ვებ–გვერდმა 2007 წელს ჩატარებულ ეროვნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში საბავშვო რესურსები.
2009 წლიდან მოყოლებული ვებ–გვერდს ეტაპობრივად ახალი პროექტები ემატებოდა: "ზღაპრების ქვეყანა“ – რომელიც სხვადასხვა ზღაპრებს გახმოვანებული ფლეშ–კომიქსების სახით წარმოადგენდა. "ინტერნეტ კალენდარი“ –ცნობილი ადამიანების და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების თარიღების ერთგვარი კრებული, თანდართული ფოტო მასალით. "მსოფლიოს გამოგონებები" – რომელიც უძველესი ხანიდან –დღევანდელი დღის ჩათვლით კაცობრიობის მიერ მნიშვნელოვანი გამოგონებების მეგზურს წარმოადგენს, პროექტს მუდმივად ემატება ახალი გამოგონებები. (პროექტისთვის მასალა მოამზადა – მიხეილ აბესაძემ).
დღეს წარმოდგენილი ვებ–გვერდი უკვე საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალის სახეს ატარებს და აქ ბევრი ახალი რუბრიკა არის დამატებული, რომელიც ჩემი აზრით მრავალ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიგაღებინებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პროექტები „თამაში ვიქტორინა“ და „ზღაპრების ქვეყანა“ ერთ პროექტ „ბავშვთა სამყარო“–ში გაერთიანდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო: ზურაბ მარხვაშვილს, ალექსანდრე ეჯიბიშვილს და ვლადიმერ გორგოშიძეს, რომლებმაც ვებ–გვერდის წინა ვერსიების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ დღეს წარმოდგენილი CODNA.GE –ის შესაძლებლობების ზღვარი არ ამოწურულა და მომავალში ის კიდევ უფრო დაიხვეწება და ახალი პროექტებითა და რუბრიკებით შეივსება. მე ამ პერიოდმა ნათლად დამანახა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ინტერნეტმა სწორი მიმართულება მიიღოს და სრულიად საქართველოს მოსახლეობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყოს ხელი და ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება თუ CODNA.GE ამ პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
იდეის ავტორი და სტუდია "WEBGEORGIA"-ს ხელმძღვანელი – ვახტანგ ჯინჯიხაძე
|